დღეს გაიმართა ჩოხატაურის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც წარმატებით იასპარეზა ზოტის მოჭიდავეთა გუნდის 15-მა სპორტსმენმა. მათ ერთი _ პირველი, სამი _ მეორე და სამი მესამე ადგილი დაიკავეს.
ზოტელ მოჭიდავეებს ვეტერანი სპორტსმენი დავით მელუა წვრთნის. გუნდში 40 მოზარდია გაერთიანებული, რომლებსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ჩემპიონატს ესწრებოდა ჭიდაობის ვიცე-პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე, რომელმაც მონაწილეები თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.