“რეგიონში, საფეხბურთო სფეროში ჩოხატაური ლიდერია და მინდა ეს მოგილოცოთ.
შეიძლება ეს არ ესიამოვნოთ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, მაგრამ ეს რეალობაა” _ ეს განცხადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, საფეხბურთო კლუბი “ბახმარო” მუნიციპალიტეტისგან ფინანსურ დახმარებას მომავალ წელსაც მიიღებს:
“დადგა დრო, როცა ლანჩხუთის “გურია” და ჩოხატაურის “ბახმარო” ერთ ლიგაში თამაშობენ და ეს დიდი წარმატებაა“, _აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.