ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილის მამა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გია ცინცაძის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ცინცაძის დაკავებას შსს ადასტურებს. უწყების თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 236 მუხლით.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ცინცაძის სახლში იმალებოდნენ პოლიციელის ცემაში ეჭვმიტანილი და ამჟამად ძებნაში მყოფი პირები.
P.S. ფოტო არ შეესაბამება ინფორმაციას
































































