დღეს ჩოხატაურში საახალწლო დღეები დაიწყო.
ღონისძიება15 საათიდან 20 საათამდე გაგრძელდა.
ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საშობაო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები; კვებისა და ცხელი სასმლის კუთხეები.
ზღაპრის გმირებმა პატარებთან ფოტოსესია გამართეს. ფოტოებს გადაიღებენ ბავშვებთან
დამსწრეთა განწყობაზე ზრუნავდნენ ადგილობრივი შემსრულებლები: კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „მომავლის ბავშვები“; თანამედროვე ცეკვების სტუდია „რჩეული“; კვარტეტი „ქალაქური“; მომღერალი ნინო ბერძენიშვილი
საღამოს „თეატრალურის კვარტეტი“ და „ღამის შოუს ბენდი“ წარსდგა მაყურებლის წინაშე. მათ გამოსვლას ჯიმი აბესაძე და გიორგი გაბუნია უძღვებოდნენ.
დამდეგი შობა-ახალი ღონისძიებაზე მისულებს მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცეს.
საღამო მთავარი ნაძვის ხის ანთებითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.