ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.
როგორც ამ დროისთვის ცნობილია, ვირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა.
კოვიდ 19 დაუდასტურდა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მეუღლესაც.
აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
„გურია ნიუსი“ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და მას მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღის წინ შეწყდა.