ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას აგრძელებს, მიუხედავად თანამშრომელთა ნაწილის საქმიანობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ავრცელებს.
“მერის შესაბამისი ბრძანების მე- 6 პუნქტის შესაბამისად, შეიზღუდა დაწესებულების მიერ საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირთა მონაწილეობით. მერიის შენობაში დაწესდა გარეშე პირთა დაშვების და გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვა/ რეგულირება, კერძოდ, მუნიციპალოტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირის შემოსვლის შემთხვევაში, დაცვის სამსახურის თანამშრომელი უკავშირდება შესაბამისი სამსახურის თანამშრომელს, რომელიც მოქალაქესთან სატელეფონო გასაუბრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ხვდება მოქალაქეს შენობის პირველ სართულზე, ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან.
ასე, რომ ჩვენს კომპეტენციაში არსებული ყველა სახის მომსახურება ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება შეუფერხებლად”, _ წერს ირაკლი კუჭავა.