საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ორი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.
სოფელ ზემო ერკეთის ცენტრის რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები. სამუშაოების ღირებულება 140 072 ლარია. ქვემო ერკეთში, მეგრელიშვილების უბანში, გზის 830-მეტრიან მონაკვეთზე, ასფალტის საფარი დაიგო. პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულება 169 685 ლარია. სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved