ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდა სოფელ ქვენობნის ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე, ბუკნარში, დოლიძეების უბანში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო გზის 1 200-მეტრიან მონაკვეთზე. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამურად 569 797 ლარი შეადგინა
გზის რეაბილიტაციის პროცესს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.