ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამედიცინო აქცია გაიმართა.
პროფესორ ჟორდანიასა და პროფესორ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმ-სპეციალისტებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. კონსულტაციები ჩატარდა კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში”. სამედიცინო აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებითა და კლინიკის „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved