ამ წუთებში, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ.
დღეს _ მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, საზოგადოება ერთად დგას პირველი სკოლის ეზოში, რითაც ერთმანეთს ეუბნებიან, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, დაბადებით თავისუფალი და თანასწორია.
„სკოლის ეზოში კლასებს წარმოდგენილი აქვთ საქართველოს კუთხეებისა და იმ ქვეყნების კულტურა, რომლებიდანაც მოსწავლეები შეიძლება გადმოვიდნენ ჩვენს სკოლაში. ჩვენც მზად ვართ დავხვდეთ ნებისმიერ მათგანს მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომადგენლობისა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა ეთერ წილოსანმა.
“ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ვაფასებთ ერთმანეთს, ვითვალისწინებთ ერთმანეთის შესაძლებლობებს” _ ამბობენ ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები და სტუმრებს იმ კუთხეებისკენ ეპატიჟებიან, რომლებსაც თავად წარმოადგენენ.
დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის ადმინისტრაციაა. ყველა კუთხეს კი თავისი კურატორი ჰყავს.