გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მოსწავლე გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.
„სამეცადინოდ დადიოდა მასთან. ბოლო კვირაში ჩვენს ჯგუფში გადმოვიდა. ვკითხეთ, რა მოხდაო და გვითხრა, რომ ასე მოექცა.
დედამისისთვის არ უთქვამს მაშინ, ინერვიულებსო, თან ბებია ჰყავდა ახალ დაღუპული. როგორც ამბობენ, მასწავლებელი დააკავეს“, _ გვითხრა პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ.
ამავე თემაზე ,,გურია ნიუსთან” სხვაც საუბრობს. როგორც წყარომ გვითხრა, „ეს მასწავლებელი ამ საქციელის გამო ერთ-ერთმა მოქალაქემ სცემა:
“ტ. ვ–ს საშინლად უცემია ამის გამო. მთელი ღამე პოლიციის ეკიპაჟები დარბოდნენ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მასწავლებელმა, რომელსაც შვილებს ვანდობდით, ეს რა გააკეთა!“
“გურია ნიუსი” ცდილობს, დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმოს.