ამ დროისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა.
“გოგოლესუბანი, შუა ამაღლება, ფარცხმა შუა ფარცხმა, გუთური, ქვემო ერკეთი, იანეული, ბუკისციხე, დაბლაციხე წაქცეული დენის ბოძები და გაწყვეტილი სადენები აღდგენილია შესაბამისად ყველა ოჯახს აღნიშნულ სოფლებში მიეწოდება ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში”,_ ამბობს შარაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, უხვმა თოვლმა დენის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც გუშინდელი საღამოდან მოსახლეობა უშუქოდ იყო დარჩენილი.