ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
_ 2 მარტიდან შეწყდება სააღმზრდელო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში და განახლდება 16 მარტს. ამ დროის განმავლობაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, _ გვითხრა ნინო ბარამიძემ.