დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალის” ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ პირველ დღეს საბავშვო ბაღებში 427 ბავშვი მივიდა.
ბარამიძის ინფორმაციით, სულ ჩოხატაურში 547 აღსაზრდელია რეგისტრირებული.