ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლის სალომე ადეიშვილის (პედაგოგი – მზია კვინტრაძე) ნამუშევარმა გაიმარჯვა ჩეხეთის საერთაშორისო კონკურს – გამოფენაზე ,,ლიდიცე – 2024’’, (თემის სახელწოდება – ქარავანი) რომელიც ყოველწლიურად იმართება ჩეხეთში ფაშისტური თავდასხმის დროს გარდაცვლილი ბავშვების ხსოვნის პატივსაცემლად.
11 თებერვალს სალომე პედაგოგთან ერთად მიწვეული იყო ქ. თბილისში ჩეხეთის საელჩოში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც მონაწილე 65 სკოლიდან 11 სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ კუბერნატის მიერ გამარჯვებულებს გადაეცათ საპატიო სიგელები, საჩუქრები და კატალოგები.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.