დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას თქმით, 400-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან.
“ყველაზე მეტი ტესტი აქედან ზოტში გვაქვს აღებული, მაგრამ იგვიანებს პასუხები,“ _ განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მჟავია სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს:
“ჟურნალისტების საყურადღებოდ! ხვალიდან, 21 სექტემბრიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება წყვეტს დილის ბრიფინგებს. გთხოვთ ყველა ინფორმაცია აიღოთ სამთავრებო გვერდიდან _https://stopcov.ge/, _ წერს არჩილ მჟავია.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ბავშვთა სამკურნალო ცენტრის შენობაში, კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება ივლისიდან დაიწყო და სწორედ იქ ხდება ცნობილი ტესტების პასუხი.