რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურის ცენტრში, ბენზინგასამართ სადგურ “ვისოლთან” ჩამომავალი ღელის ნაპირზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
მისი ცხედარი გაჩერებაზე მყოფმა ქალბატონმა დაინახა და 112-ს აცნობა.
როგორც გვითხრეს, დაღუპული ჩოხატაურში მცხოვრები 54 წლის ბ.რ-ა.
მისი მეზობლების თქმით, იგი მარტო ცხოვრობდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ჩვენი ინფორმაციით, ბ.რ. გვიან ღამით საავადმყოფოდან წამოვიდა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიებას ჩოხატაურის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აქვს.