ჩოხატაურში 1-ლი ბაგა-ბაღი 2 კვირით დაიხურა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ა(ა)იპ სსს ,,მომავალის” ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
კოვიდინფიცირების შემთხვევა საბავშვო ბაღის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა.
რაც შეეხება სხვა საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას, სააღმზრდელო პროცესი იანეულის და კოხნარის საბავშვო ბაღებში განახლდა.
ბარამიძის ინფორმაციით, დღეს საბავშვო ბაღებში 189 აღსაზრდელი მივიდა.