ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში 21 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების შემთხვევები ძირითადად სხვადასხვა სოფლის მცხოვრებ რამდენიმე ოჯახშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ უმეტესად ინფიცირებულებს შორის ჩოხატაურში თბილისიდან ჩასული მოქალაქეები არიან.