“ახალ წელს ახლი ინფორმაციით ვხვდებით”, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი აქვეყნებს.
“იწყება აქტიური უფასო ტესტირება სიმპტომების მქონე, ასევე სიმპტომების არმქონე ყველა პირისთვის, ვტესტავთ ასევე გარკვეულ რისკ ჯგუფებს: 2 კვირაში ერთხელ მოუწევთ ტესტირება ტაქსის მძღოლებს, ბაზრობის მოვაჭრეებს.
PCR ტესტირება ჩაუტარდებათ ეკლესიის მსახურ ყველა პირს, სკოლის პედაგოგებს, ასევე იზოლაციაში მყოფ პირებს!
ესაჭიროებთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გისურვებთ ჯანმრთელობას!” _ წერს ცენტრის დირექტორი.