ჩოხატაურში, სოფელ შუა ამაღლების მკვიდრს, გელა დოლიძეს ეძებენ.
როგორც სოციალურ ქსელში დოლიძის ახლობლები წერენ, გაუჩინარებული მამაკაცი სახლიდან 6 ნოემბერს, საღამოს საათებში გავიდა.
“გამარჯობა. თქვენი დახმარება გვჭირდება. ვეძებთ გელა დოლიძეს. გუშინ საღამოს 8 საათის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. პარალელურად ეძებს პოლიციაც. ბოლოს ნახეს ლაჩხუთში, სოფ. წყალწმინდის ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ 595 007 812, _ წერენ სოციალურ ქსელში დაკარგული მამაკაცის ახლობლები.



































































