ამ წუთებში ჩოხატაურში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიება სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო.
რის შემდეგაც აქ შეკრებილ საზოგადოებას ჩოხატაური მერმა დავით შარაშიძემ მიმართა. მან ხაზი გაუსვა ამ დღის მნიშვნელობას.
“დღეს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეა და ეძღვნება იმ ადამიანებს ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აქამდე მოიტანა”,- განაცხადა მერმა
ამის მერე აქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ.
“გვიტევს როგორც ხილული ისე ვითომ მოყვარე მტერი გვიტევს, _ განაცხადა კუჭავამ და დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დღესასწაული მიულოცა.



































































