ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ამ წუთებში დასრულდა.
დოღი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაძალვა _ ეს ის სპორტული ღონისძიებებია, რომელიც სტადიონზე შედგა. სპორტული აქტივობების გამარჯვებულის სია კი ასე გამოიყურება.
დოღში – პირველი გარბენის გამარჯვებული გიორგი ცინცაძე (ნატანები,) მეორე გარბენი- კობა კვაჭანტირაძე ( ჯვარცხმა), ნახევრად სისხლიანები – მიშო ნინუა, (ხულო), ხოლო მარულა – მიშო ნინუა (ნატანები).
რაც შეეხება ბაგირის გადაძალვას, აქ ერთმანეთს ფინალში სურები და ამაღლება დაუპირისპირდა. გამარჯვება სურებს დარჩა. მკლავჭიდში კი პირველი ადგილი გიორგი ოთხმეზურმა (ოზურგეთი) დაიკავა.