ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ისევ პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი ნალექის შედეგად ე.წ. აკაციები ისევ დაიტბორა. მომხდარის გამო გადაკეტილია საავტომობილო გზა.
ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბაში რევაზ ბერძენიშვილი.
“წყალი გადმოვიდა გზაზე და ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს”,_ განაცხადა მან “გურია ნიუსთან” საუბრისას.