ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვის შედეგად რამდენიმე დღის განმავლობაში უშუქოდ დარჩენილ სურებსაც ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამ დროისთვის კი ჯგუფი ბახმაროში მუშაობს.
“ქვესადგური მუშაობს გამართულად. თუ სადმე ერთი-ორი აბონენტი დარჩა უშუქოდ და არის ადგილობრივი დაზიანება, ზარის შემოსვლის შემთხვევაში ჯგუფი მოახდენს რეაგირებას. შეფერხება გვქონდა ბახმაროში, სადაც გასულია ჯგუფი”,_ გვითხრეს “ენერგო-პრო-ჯორჯიას” პრესსამსახურში.
ინფორმაციისთვის, ძლიერმა თოვამ ელექტროგადამცემი სისტემა დააზიანა.