“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი შესაძლებელია ნონა სიხარულიძე იყოს. აღნიშნული პარტიის ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დიმიტრი კორიფაძის თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს ნონა სიხარულიძესთან კონსულტაციები და საბოლოო პასუხი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
“ყველაფერი ცნობილი კვირის ბოლოს იქნება. მოლაპარაკების ეტაპზე ვართ.“ – გვითხრა დიმიტრი კორიფაძემ.
ნონა სიხარულიძე წლების განმავლობაში ჩოხატაურის იუსტიციის სახლის დირექტორად მუშაობდა. ამჟამად მას მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის ინსპექტორის პოზიცია უკავია.
[sexy_author_bio]