ჩოხატაურში, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ეპიდვითარება ჩოხატაურში სტაბილურია.
“ჩოხატაურში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ინფიცირების შემთხვევების განსაკუთრებულ მატებას ადგილი არ აქვს. რომელიმე სოფელი განსაკუთრებულად დაზიანებული არ არის, ყველა სოფელშია დაფიქსირებული ინფიცირების ერთეული შემთხვევები”,_ ამბობს ჯიბუტი.