ჩოხატაურში, იანეულის საბავშვო ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა.
“გურია ნიუსს” (ა)იპ სსს ,,მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა, რომ ინფიცირების დაფიქსირების გამო ბაღი იზოლაციაში გადავიდა.
რაც შეეხება სხვა საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას, ბარამიძე ამბობს, რომ დღეს ბაღებში 180 აღსაზრდელი მივიდა.
ამ დროისთვის სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 1-ელ საბავშვო ბაღში, ასევე კოხნარის საბავშვო ბაღში.
ბარამიძის ინფორმაციით, 1-ელ საბავშვო ბაღი მუშაობას 8 ნოემბერს, ხოლო კოხნარის საბავშვო ბაღი 15 ნოემბერს გაანახლებს.