ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4383 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4023 პაციენტი, გარდაცვლილია 52.