ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტი აღნიშნავს, რომ გასული დღეების მონაცემებთან შედარებით ცოტა შემთხვევების გამოვლენა კვირა დღეს უკავშირდება, რადგან კვირას სხვა დღეებთან შედარებით ცოტა ტესტი კეთდება.
სულ კი ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4455 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4108 პაციენტი, გარდაცვლილია 52.
[sexy_author_bio]