ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ჩოხატაურში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1388 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1350 ადამიანი, გარდაცვლილია 19.