ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევები მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„წინა დღეების განმავლობაში ინფიცირების ბევრი შემთხვევა სხვა სოფლებთან შედარებით ხიდისთავში დაფიქსირდა, მაგრამ ახლა უკვე განსაკუთრებული აქცენტი ხიდისთავზე აღარ არის გადატანილი. შემთხვევები გაფანტულია თითქმის ყველა სოფელში. რაიმე კლასტერი გამოკვეთილი არ არის“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
[sexy_author_bio]