ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 7988 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7871 პაციენტი, გარდაცვლილია 68.