ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 გოგოლესუბანში, 1 კი შუამაღლებაში გამოვლინდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ჯანდაცვის უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს. კერძოდ, დაიცვას დისტანცია და გამოიყენოს პირბადე.