ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანში, ივანე რამიშვილის ეზოში ზვავი ჩამოწვა. როგორც “გურია ნიუსს” შეატყობინეს, ზვავმა ეზოს დიდი ნაწილი დაიკავა. ამ დროისთვის ზვავისგან ეზოს გაწმენდას ოჯახი საკუთარი ძალით ცდილობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დიდივანში ელენე ზაქარეიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, აღნიშნულის შესახებ შეატყობინა მერს და მერის მოადგილეს.
“მე ცოტა მოშორებით ვარ, ახლა მივდივარ შემთხვევის ადგილზე. თუმცა უკვე შევატყობინე მუნიციპალიტეტის მერს და მერის მოადგილეს. რომლებიც გამოუშვებენ ტექნიკას გზის გასასუფთავებლად”, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე კი გვპასუხობს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე გაგზავნეს ტექნიკა.
“აღნიშნულის შესახებ შემოვიდა შეტყობინება. გზაა ჩაკეტილი, ტექნიკა წასულია და გზას უახლოეს დროში გაასუფთავებენ“.