ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირება სტომატოლოგს დაუდასტურდა.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ უთხრეს, იზოლაციაშია გადასული ყველა, ვისაც სტომატოლოგთან შეხება ჰქონდა.
ამ დროისთვის ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება ჩოხატაურში არ გამოვლენილა.