“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, _ აღნიშნულს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
“გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 პაციენტი დაგვემატა. დღეის მდგომარეობით, ჩოხატაურში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 62 შემთხვევა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 22 პაციენტი. არცერთი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის”, _ ამბობენ ამბობენ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში.
რაც შეეხება კითხვა იმის შესახებ, თუ რომელ სოფელში უფრო მეტი ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი, გვპასუხობენ, რომ “რომელიმე სოფელი ინფიცირების შემთხვევებით არ გამოირჩევა”.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, გამოვლენილი ახალი 10 შემთხვევიდან 3 სოფელ ქვაბღას უკავშირდება.