გასული 24 საათის განმავლობაში, ჩოხატაურში, კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ერთი ასაკოვანი მამაკაცია. ის დაბის მცხორები იყო. გარდაცვლილია ასევე მაღლების მცხოვრები ქალი.
სულ ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შედეგად 39 პაციენტია გარდაცვლილი.