მუჭუთას მთაზე, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ქვაბღისა და ჩხაკაურას მოსახლეობა ზაფხულის საძოვრებად იყენებს, მეხის გავარდნას 40 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, მას შიშისგან გული გაუსკდა. გარდაცვლილს მეუღლე და შვილები დარჩა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის გვალვის შემდეგ ბახმაროსა და მის ახლომდებარე სოფლებში დღეს პირველად გაწვიმდა. წვიმას თან ძლიერი ელჭექი ახლდა.