ჩოხატაურში, კერძოდ სოფელ სამებაში მგელი მოკლეს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” სამონადირეო ჯგუფ ძამას დამფუძნებელმა გაგა ყაჭეიშვილმა განუცხადა.
“ბოლო დროს, ძირითადად, მაღალმთიანი სოფლებიდან მოგვმართავენ. მოგვმართეს მაგალითად, ჭაჭიეთიდან, ერკეთიდან. უფრო ხშირად კი მგელი გვხვდება ჭალებში და ჭალისპირა სოფლებში. ხშირად ჩამოდის, მაგალითად, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზეც. რაც მოგვმართეს, მას შემდეგ 1 მგელია ლიკვიდირებული და აღრიცხულიც შესაბამის სამსახურებში. ტერიტორიულად, მგლის ლიკვიდაცია სოფელ სამებაში მოხდა”,_ ამბობს გაგა ყაჭეიშვილი ჩვენთან საუბრისას.
როგორც გუშინ ვწერდით, ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობა მგლების მომრავლების შესახებ საუბრობს. დაფიქსირდა საქონლის დაგლეჯვის შემთხვევები.
როგორც ცნობილია, მონადირეთა ჯგუფს აქვს 5 მგლისა და 10 ტურის ლიკვიდაციის უფლება.
ვრცლად, იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და არა მარტო აქ, ვრცელ სტატიას “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.