ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჭამიასერი-მამულარი-ქვემოხეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საჭამიასერი-მამულარის გზა უკვე დასრულებულია.
ასევე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქვემოხეთში, ამაღლების ტაძრის მიმართულებით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამურად 495 000 ლარია გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved