ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას, სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ამბობს, რომ ინფიცირებული მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.
წილოსანის თქმითვე, მოსწავლეს, ინფიცირების დადასტურებამდე ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში არ უვლია.
„ნოღაში ცხოვრობს. მას ერთი კვირა სკოლაში არ უვლია, ინფიცირების დადასტურების შემდეგ კი, თავისთავად, ვერ მოვიდოდა. სამტრედიაში იმყოფება იზოლაციაში. იქიდან შეგვატყობინეს მოსწავლის ინფიცირების შესახებ“,_ გვითხრა წილოსანმა.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირება ამავე სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელსაც დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი დროებით დისტანციურად მიმდინარეობს.




































































