ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. ცენტრალურ გზაზე, “ნაბეღლავის” ქარხნის მიმდებარედ, უამინდობის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასის ჩამოშლამ გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში გზა გახსნილია.
გზის გაწმენდამდე კი კომპანია “წყალი მარგებელმა” მოახდინა საკუთარ ტერიტორიაზე ალტერნატიული გზით ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ფოტოები: მერიის პრესსამსახური
[sexy_author_bio]