ჩოხატაურში პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე ადასტურებს.
„კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელიც შემთავსებელი მასწავლებელია და სკოლა დღეს გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე“,_ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.




































































