„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძე ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„რაც მოხდა ჩოხატაურში არის გაგრძელება იმისი, რასაც აკეთებს ხელისუფლება 11 წელია. ხელისუფლება 11 წელია დგას ძალადობაზე, თავს ესხმის ოპოზიციური პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ყველას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მისთვის მთავარი სამიზნე, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ფორპოსტი ევროპულ გზაზე, ამიტომ ჩოხატაურში რაც მოხდა, მანამდე სხვა და სხვა მუნიციპალიტეტებში რაც მოხდა, თავდასხმები ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე, ეს არის ის, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება ხელისუფლებას და ეს არის ის, რაც არის დამახასიათებელი „ქართული ოცნებისათვის.“ მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ძალადობით შესაძლებელია ვიღაცამ უკან დაიხიოს, მაგრამ 11 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ საპირისპიროს. საარჩევნო წელი იწყება და მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ პირობებში მსგავსი ტიპის შემთხვევები იქნება გაათმაგებული, რადგან გარდა ძალადობისა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ დარჩენია და მოლოდინი იმისი, შსს დააკავებს თუ არ დააკავებს თავდამსხმელებს და ეს ადამიანები რეალურად დაისჯებიან ძალადობის გამო, ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ გვახსოვს წინა შემთხვევები, როდესაც დაუკავებიათ ფორმალურად ვიღაცები, თუმცა შემდეგ გირაოთი გაუშვიათ და ეს მოძალადეები ისევ ქუჩაში ყოფილან,“ – ასე გამოეხმაურა ანა წითლიძე გუშინ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებზე ფიზიკურად იძალადეს.