გურიაში, 5️ მაისის მონაცემებით, გახსნილია 2 აგრარული ბაზარი.
ლანჩხუთში მდებარე ბაზარს მუშაობის აღდგენის უფლება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების შედეგად, 30 აპრილს მიეცა.
დღეს, 5 მაისს, ფუნქციონირება აღუდგა ოზურგეთის აგრარულ ბაზარსაც.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურის საკვირაო ბაზარში მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტის დასუფთავების სამუშაოები და ემზადება უახლოეს დღეებში გასახსნელად.