ჩოხატაურში საკვირაო ბაზრობა აიკრძალა, _ ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მარტს 00:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებზე.
ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.
მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ასევე მიიღო გადაწყვეტილება საკვირაო ბაზრობების აკრძალვის თაობაზე.
შესაბამისად, ჩოხატაურშიც, მომდევნო კვირას, აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შეჩერდება”, _ წერს ირაკლი კუჭავა.