კომპანიასთან, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხის, ზომლეთის და სამების საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებდა, ხელშეკრულება შეწყდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ტენდერი 15 დეკემბერს გამოაცხადა.
“აღნიშნულ სკოლებში სამუშაოების თითქმის 60% შესრულებულია. სამუშაოებს ასრულებდა “აღმაშენებელი ქუთაისი”, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. გამოცხადდა ახალი ტენდერი. ვინც გაიმარჯვებს ტენდერში იმ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, ჩამოვლენ და განაახლებენ სამუშაოებს”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.
ცნობისთვის, ტენდერის ვადა 5 იანვარს იწურება.
სკოლა: ბუკისციხე
სკოლა: ვან-ზომლეთი
მთავარი ფოტო: სამების სკოლა
ფოტოები “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მოაწოდა.
ავტორი