ჩოხატაურში ვაქცინაციის პროცესი ამჯერად სოფლის ამბულატორიებში დაიწყება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
13 აგვისტოდან, ვაქცინაციის პროცესი ამჯერად სოფლის ამბულატორიებში დაიწყება.
ამბულატორიები მობილიზებულია იმუნიზაციისთვის საჭირო აღჭურვილობით. ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.
იმუნიზაცია სოფლის ამბულატორიებში დაიწყება:
10:30- ერკეთი
13:00- შუა სურები
14:30 – ზემო სურები
ვაქცინაცია ასევე შესაძლებელია ჩოხატაურის კლინიკებში ,,მედალფა“ და „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“.
ვაქცინაციის მსურველებმა, გთხოვთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა“,_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.