ჩოხატაურში სრულად დისტანცირებულ სწავლებაზე შუა სურების საჯარო სკოლაც გადავიდა, წერტილოვანი შეზღუდვა კი ქვენობნის საჯაწო სკლაში დაწესდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
“სრულად დისტანციურ სწავლებაზე რჩება შუა ამაღლების საჯარო სკოლა. დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შუა სურების საჯარო სკოლაც. სკოლაში დაფიქსირდა ინფიცირების ერთი შემთხვევა. რადგან განსხვავებული კონსტრუქციით აშენებული სკოლაა, ჯანდაცვის უწყებამ მოგვცა რჩევა, რომ სრულად გადასულიყო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლაზე. წერტილოვანი შეზღუდვა ქვენობნის საჯარო სკოლა დაგვემატა. დაინფცირდა მოსწავლე, რის გამოც კლასი გადავიყვანეთ დისტანციურ სწავლაზე”,_ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
[sexy_author_bio]